Loading...
წესები და პირობები
ლიმო სერვისის მომსახურების მიღების წესები

პრეამბულა

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენს (შემდგომში მომხმარებელი) და შპს „ჰიუნდაი ლიმო სერვისი” (ს/ნ: 405661840) (შემდგომში კომპანია) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას და არეგულირებს თქვენს მიერ კომპანიის ვებ-გვერდის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებისა და მომსახურების მიღების წესებს (წესები და პირობები).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურების მიღების წესებს.

კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს ცალმხრივად პლატფრომაზე გამოქვეყნების მეშვეობით შეცვალოს პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურების პირობები. პლატფორმაზე შესვლით თქვენ ეთანხმებით პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურების მიღების წესებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებს/დამატებებს, რომლებიც კომპანიის მიერ არის გამოქვეყნებული.

წინამდებარე პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურების მიღების წესებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან/და კითხვის შესახებ შეგიძლია მოგვმართოთ კომპანიის მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე +995 32 3 888 001; +995 598 88 11 22.

გაცნობებთ, რომ შპს „ჰიუნდაი ლიმო სერვისი“ ვებ-გვერდის მეშვეობით ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხარებლებს სთავაზობს მომსახურებას პრემიუმ კლასის ავტომობილებით. მომსახურება მოიცავს მომსახურების მიმღებისთვის მძღოლით და სატრანსპორტო საშუალებით მომსახურებას. კომპანია მომხარებლების საჭიროებების გათვალისწინებით უზრუნველყოფს: აეროპორტში დახვედრას, საათობრივ მომსახურებას, ქალაქებს შორის გადაადგილებას, ბიზნეს მიზნობრიობის და განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში ტრანსპორტირებას.

შპს „ჰიუნდაო ლიმო სერვისის“ მისამართია რუსთავი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21 კმ.

კომპანიის სამუშაო საათებია:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით -10:00 სთ-დან-18:00 სთ-მდე;

შაბათი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე;

 კვირა - დასვენება.

 

მომხარებელი აცხადება და ადასტურებს:

მომხმარებელი არის სრულწლოვანი პირი, რომელსაც ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს ან არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირის წარმომადგენელი.

აცხადებს, რომ ეთანხმება წინამდებარე პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურები მიღების წესებს

მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი და მიმართული არ არის კომპანიის მოტყუებისკენ/ზიანის მიყენებისკენ.

მომხმარებელი დაიცავს საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებას ან/და და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის.

მომხმარებელი დაიცავს თავისი პორტალის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურად შეინახავს პორტალზე შესასვლელად საჭირო მონაცემებს.

არ გაასაღებს თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს.

ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს წინამდებარე პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურები მიღების წესებს.

არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობას, არის უკანონო, დისკრიმინაციული ან თაღლითური, ან/და არღევს მესამე პირთა უფლებებს.

პლატფორმაზე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შეიცავს ვირუსს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას.

მის მიერ შეყვანილ პირადი მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ცვლილებას ასევე შეიყვანს პორტალის ანგარიშზე.

ვალდებულია აანაზღაუროს მომხმარებლის შეკვეთის შესაბამისად, იმ მგზავრის/მგზავრების ქმედების (უმოქმედობის) შედეგად მიყენებული ზიანი, რომელთა გადაყვანასაც განახორციელებს  კომპანიის მიერ გამოყოფილი მძღოლი.

ვალდებულია მომსახურების გამწევს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღრული ვალდებულებების შესრულებას.

ინფორმირებულია, რომ ავტომობილი აღჭურვილია ვიდეო-კამერებით და უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ვიდეო-მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თანახმა არ იქნება ვიდეო-მონიტორინგზე, მაშინ მან წინასწარ წერილობით უნდა შეატყობინოს კოპანიას აღმოშნულის შესახებ.

 

კომპანიის უფლება-მოვალეობები:

კომპანია ვალდებულია შეკვეთის დადასტურების შეთხვევაში უზრუნველყოს ავტომობილის გამოყოფა.

კომპანია ვალდებულია შეკვეთის დადასტურების შეთხვევაში უზრუნველყოს კვალიფიციური მძღოლის გამოყოფა.

კომპანია ვალდებულია შეკვეთის დადასტურების შეთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავდეს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

კომპანია პასუხს არ იგებს ზიანის ანაზღაურებაზე, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა გამოწვეული არ იქნება მძღოლის ბრალით.

კოპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც, როცა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იქნება ფორს-მაჟორული გარემოების გამო. ფორს-მაჟორული გარემოებები განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით.

კომპანიის მიერ გამოყოფილი მძღოლი ვალდებულია მგზავრთა გადაყვანისას გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და უზრუნველყოს მგზავრთა კომფორტული მგზავრობა.

კომპანია ვალდებულია დროულად შეატყობინოს მომხმარებელს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც ართულებს ან შეუძლებელს ხდის შეკვეთით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას.

კომპანიის მიერ გამოყოფილი მძღოლი ვალდებულია შეთანხმებულ დროს ადგილზე გამოცხადებისას დაელოდოს მგზავრებს 30 წუთით. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები არც 30 წუთის შემდეგ არ გამოცხადდებიან,  მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური, ხოლო მძღოლი უფლებამოსილია დატოვოს ტერიტორია. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ გამოყოფილი მძღოლი მგზავრებს ელოდება აეროპორტში (ფრენის დაგვიანების ან სხვა ფორსმაჟორულ შემთხვევაში). მხარეები თანხმდებიან, რომ 30 წუთზე მეტი დროით ლოდინის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაუხადოს კომპანიას მომსახურების ღირებულების 1% პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ წუთზე.

 

მომხმარებლის პორტალის რეგისტრაცია

მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის პორტალზე - www.limoservice.ge გაიაროს რეგისტრაცია, როგორც ფიზიკური პირის სახელით, ისე, იურიდიული პირის მეშვეობით.

მომხმარებელს რეგისტრაციის განყოფილების ნახვა შეუძლია პორტალის ზედა მარჯვენა კუთხეში.

 პიზიკური პირის რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, პაროლი, განმეორებით პაროლი.

იურიდიული პირის რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს შემდეგი მონაცემები: საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, პაროლი, განმეორებითი პაროლი.

 

მომხმარებლის მიერ ჯავშნის გაკეთება

კომპანიის მომსახურების მისაღებად/ჯავშნის გასაკეთებლად მომხმარებელი იყენებეს პლატფორმას - www.limoservice.ge

მომხმარებელი ჯავშნის გასაკეთებლად პლატფორმის მარჯვენა ზედა კუთხეში იყენებს განყოფილებას „დაჯავშნა“, რის შემდგომადაც მომხმარებელი ირჩევს მომსახურების კატეგორიას. მომსახურების კატეგორია მოიცავს: საათობრივ, ქალაქებს შორის, აეროპორტის ტრანსფერს და კორპორატიულ მომსახურებას.

მომხმარებელი უფლებამოსილია ჯავშანი გააკეთოს პლატფორმაზე რეგისტრაციის დასრულების შემდგომ. შეკვეთების განხორციელება შესაძლებელია მე-3 პირების სასარგებლოდაც.

მომხმარებლის მიერ მომსახურების ტიპის არჩევის შემდგომ, მომხმარებელი შეკვეთის გასაკეთებლად უთითებს პლატფორმაზე მოთხოვნილ ინფორმაციას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს მომხარებლის სახელს, გვარს, ელ-ფოსტას, ტელეფონის ნომერს ტრანსპორტირების საწყისი (საბოლოო პუნქტი-არჩეული სერვისის მიხედვით), მგზავრის რაოდენობა, ბარგის რაოდენობა, ტრანსპორტირების დაწყების საათი და თარიღი. კომპანიის მიერ შეკვეთისთვის სხვა დამატებითი მოთხოვნები დგინდება მომსახურების ტიპის შესაბამისად. კომპანია შეკვეთის გაკეთებისას მომხმარებელს სთავაზობს მისი მოთხოვნების შესაბამის სატრანსპორტო საშუალებას/საშუალებებს. მომხმარებელი ვალდებულია მონიშნობს ყველა მოთხოვნილი ველი და აირჩიოს სატრანსპორტო საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეკვეთის განხორციელება არის შეუძლებელი. მომხმარებელი უფლებამოსილი თითოეული შეკვეთის გაკეთებისას კომპანიას პლატფორმის მეშვეობით მიმართოს დამატებითი კომენტარით.

შეკვეთის დასრულებამდე მომხამარებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს შეკვეთის ღირებულება და შეკვეთაზე დადასტურების/არ დადასტურები ვადები. შეკვეთის დადასტურება/არ დადასურების შესახებ კომპანია მომხმარებელს აცნობებს მის მიერ ჯავშნის გაკეთებისას შეყვანილ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შემდეგი პერიოდებით.

შეკვეთის მიღებაზე დადასტურების/არ დადასტურების შესახებ მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის გაკეთებიდან მაქსიმუმ 2 საათის განავლობაში, თუ შეკვეთა გაკეთებულია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით ან შაბათ დღეს 10:00 საათიდან დან 16:00 საათის ჩათვლით.

არასამუშაო საათებში შეკვეთის მიღებაზე დადასტურების/არ დადასტურების შესახებ მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის გაკეთებიდან მაქსიმუმ 18 საათის განმავლობაში, თუ შეკვეთა გაკეთებულია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00 საათიდან  ან შაბათ დღეს 16:00 საათიდან.

მოხმარებელი ზემოთ განსაზღვრული მონაცემების შეყვანის შემდგომ ეთანხმება კომპანიის მიერ პალტფრომაზე განსაზღვრულ წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეკვეთის დადასტურების შემთხვევაში, შეკვეთის მიწოდება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ დროს.

 

ანაზღაურება

შეკვეთის გასაფორმებლად საჭირო მონაცემების შეყვანის შემდგომ მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს საბანკო ბარათის მონაცემები.

შეკვეთის გაფორების ბოლო ეტაპია მომხმარებლის მიერ გამოყენებულ ბარათზე თანხის ბლოკირება. თანხა ბლოკირებული ხდება მანამ, სანამ არ მოხდება შეკვეთის დადასტურება/არ დადასტურება.

შეკვეთის დადასტურების შემთხვევაში თანხა რჩება კომპანიას.

შეკვეთის არ დადასტურებისას შემთხვევაში თანხა, მათ შორის საკომისიო, მოიხსნება ბლოკირებული თანხებიდან და ავტომატურად დაუბრუნდება მომხმარებელს.

საბანკო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია.

თუ გადახდისას წარმოიქმნა პრობლემა, მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

 

დამატებითი ბენეფიტები

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი დამატებითი ბენეფიტებით:

  • ჰიუნდაის 2024 წლის პრემიუმ კლასის ავტომობილები
  • სერტიფიცირებული მძღოლის მომსახურება, რომლებსაც გავლილი აქვს პირველადი დახმარების კურსი
  • 30 წუთი მოცდის დრო
  • დახვედრა და გაცილება
  • USB და WIRELESS დამტენი
  • ვიდეო მონიტორინგი
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ბოქსი
  • მგზავრთა დაზღვევა
  • უფასო ინტერნეტი (WIFI)
  • სასმელი წყალი
  • საბავშვო სავარძელი (მოთხოვნის შემთხვევაში)

 

მგაზოვრობის დამატებითი პირობები:

  • თუ ტრანსპორტირების მანძილი არის 250 კმ-ზე მეტი, ტრანსპორტირების განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ჩერდება 3-ჯერ. თითოეული გაჩერების ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წთ-ს. თუ გაჩერების ხანგძლივობა გადააჭარბებს 15 წთ-ს მომხმარებელი ვალდებული იქნება ყოველ გადაჭარბებულ წუთზე გადაიხადოს საათობრივი ანაზღაურების დაანგარიშებითი პროპორციული ანაზღაურება. 250 კმ-ზე ნაკლები მანძილით მგზავრობისას ავტოსატრანსპორტო საშუალება ჩერდება ერთხელ. გაჩერების წუთობრივი გადაჭარბებისთვის გადახდა ხდება საბოლოო ინვოისის საფუძველზე.
  • ცხოველების ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ გადასაყვანი კონტეინერების/ჩანთების მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია ცხოველის/ცხოველების მიერ სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს შესაბამისი ზიანი. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს ცხოველის გადაყვანის მიზეზით გამოწვეული დასუფთავების ხარჯები.

 

 

შეკვეთის გაუქმება, დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელს შეკვეთის გაუქმება შეუძლია წინამდებარე წესებსა და პირობებში განსაზღვრულ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გზით.

მომხმარებელს გაუქმებული შეკვეთისთვის ანაზღაურება უბრუნდება შეკვეთის გაუქმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ მომხმარებელმა შეკვეთა გააუქმა შეკვეთის შესრულებამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში, კომპანია არ არის ვალდებული აანაზღაუროს მომხმარებლის მიერ გადახდილი ანაზღაურება.

 

კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

კომპანია მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს იცავს კანონით დადგენილი წესით.

კომპანია მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს ითხოვს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების  გასაწევად. მომხმარებელი ნებისმიერ დროს არის უფლებამოსილი  მოითხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.

კომპანია იყენებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა თქვენი იდენტიფიკაციისთვის და თქვენთან დასაკავშირებლად (სახელი, გვარი, იურიდიული სახელწოდება, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა). კომპანია ონლაინ გადახდისას ასევე ითხოვს ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის პერსონალური მონაცემები (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი) გამოიყენოს კომპანიის მიერ  მომსახურების პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. თუ მომხმარებელი უარს აცხადება მისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნას მარკეტინგული მიზნებისთვის, აღნიშნულის შესახებ მოხმარებელმა წერილობითი ფორმით (ელექტრონულ ფოსტაზე) უნდა გააკეთოს შეტყობინება.

დაუშვებელია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემა ნებისმიერი მესამე პირისთვის მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისთვის მიწოდების დროს.

მომხარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კომპანიის მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას: სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, პლატფორმის მართვისას, სპეციალური შეთავაზების გასაკეთებლად, შეკვეთის დასამუშავებლად.

ინტელექტუალური საკუთრება

პლატფორმაზე, მის შინაარსზე და დიზაინზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლება. კომპანიის ექსკლუზიური უფლება ასევე ვრცელდება კომპანიის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.

მომხმარებელ ეკრძალება პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის, დიზაინის, ლოგოს ან სხვა სასაქონლო ნიშნის (რეგისტრირებული, არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, გავრცელება, დამუშავება კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე.

პირადი ანგარიშის დახურვა

კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეზღუდოს/დახუროს მომხმარებლის (ფიზიკური პირის/იურიდიული პირის) ანაგარიში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებსა და პირობებს, რაზეც მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

თუ კომპანია შეზღუდავს/დახურავს მომხმარებლის ანგარიშს, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი სხვისი სახელით ან შექმნას ახალი ანგარიში.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისიერ დროს პლატფორმის მეშვეობით დახუროს თავისი ანგარიში.

ფორს-მაჟორი

ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს რაიმე სახის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას (ზიანი, პირგასამტეხლო და სხვა).

 „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მომსახურების მიმღების ან მომსახურების გამწევის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.

კომპანიის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზნებისთვის, ფორს-მაჟორად ჩაითვლება ავტომობილის ან მისი რომელიმე დეტალის (მაგ: ავტოსაგზაო სატრანსპორტო შემთხვევა) იმგვარი დაზიანება, რა დროსაც შეუძლებელი ხდება შეფერხების გარეშე მგზავრობის გაგრძელება ან სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულებას (მაგ: სტიქიური მოვლენები, ამინდის მკვეთრი გაუარესება და სხვა).

ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

დავის გადაწყვეტა

იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის წარმოიშვება დავა, იგი გადაწყდება მხარეთა შეთანხმებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე.

დავის მოლაპარაკებების მეშვეობით მოუგვარებლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ზოგადი დებულებები

კომპანია უზრულველყოფს მომხმარებლისთვის და მომხმარებლის მიერ განსზღვრული მესამე პირებისთვის სანდო და ჯეროვანი მომსახურების გაწევას. წინადებარე წესებისა და პირობებით განსაზღვრულ მომსახურებას წევს კომპანიის მძღოლები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება.

წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში, საჭიროებს მხარეთა შეთანხმებას, რომელიც უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით შეთანხმება ასევე მოიცავს ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერას.

 

მხარეები აცხადებენ და გარანტიას გასცემენ, რომ:

აქვთ სრული უფლებამოსილება და მიღებული აქვთ ყველა საჭირო თანხმობა/ნებართვა, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოსგან, რათა დადონ ხელშეკრულება და შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ხელშეკრულების დადებით არ არღვევენ კანონმდებლობას, სხვა პირებთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას და ხელშეკრულება შესაბამისობაშია სადამფუძნებლო დოკუმენტებთან.

წარმოადგენენ გადამხდელუნარიან პირებს, რომელთა მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების ან რეაბილიტაციის) საქმისწარმოება, ლიკვიდაციის პროცესი ან/და არ არსებობს სხვა სახის გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.

იცავენ ადამიანს უფლებებსა და თავისუფლებებს როგორც აბსოლუტურ ღირებულებას და თავი ბიზნეს საქმიანობას წარმართავენ აღნიშნული ღირებულებების დაცვით. საქმიანობის პროცესში არ არღვევენ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებს, ხელს არ უწყობენ მონურ შრომას და მკაცრად გმობენ პირთა შორის დისკრიმინაციას.

თითოეული მათგანი თავის საქმიანობასა და ბიზნეს ურთიერთობებს წარმართავს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად, ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით. მხარეებს გააჩნიათ ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის, მექრთამეობის, საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ და აღნიშნულ საკითხებს უწევენ მუდმივ კონტროლს.

პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს და სრულ პასუხისმგებლობას იღებს შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე.