ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ არის ჰიუნდაის პრემიუმ ხაზის ავტომობილების სატრანსპორტო სერვისი მძღოლის მომსახურებით, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას, არამედ ქმნის შთამბეჭდავ ბიზნეს კლასის გამოცდილებას.
სერვისი მოიცავს საათობრივ მომსახურებას, ქალაქებს შორის გადაადგილებას, აეროპორტის ტრანსფერს და ბიზნეს მიზნობრიობის, განსაკუთრებული ღონისძიებებისა თუ შემთხვევების ფარგლებში ტრანსპორტირებას, მძღოლის თანხლებით.
ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ იდეალურია სასტუმროების, ბანკების, ივენთების კომპანიების, მსხვილი ორგანიზაციების, სხვა ბიზნეს სექტორების ან სახელმწიფო წევრების, პარტნიორებისა და VIP სტუმრების ტრანსპორტირებისთვის.
ჩვენი ხედვა
გვჯერა, რომ ბიზნესსამყაროში სტატუსი — ძალაა, პრემიუმ ხარისხის მომსახურება კი — ამ სტატუსის ცხოვრების სტილით ხაზგასმა. ჩვენთვის, პრემიუმ ხარისხი ნიშნავს როგორც მომსახურების უმაღლეს დონეზე მიწოდებას, ასევე ჩვენი სტანდარტების პიროვნებებზე მორგებას, მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებას და დახვეწილი გზებით, მათთვის გადაადგილების გამარტივებას.
საერთაშორისო გამოცდილების ქართულ სტუმართმოყვარეობასთან სინთეზით, სანიმუშო პროფესიონალიზმითა და საქმისადმი აკადემიური მიდგომით, ჩვენ გთავაზობთ ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲡ, რომელიც თითოეულ მგზავრობას უზადო, ღირსშესანიშნავ გამოცდილებად აქცევს.
უსაფრთხო გადაადგილების პოლიტიკა
როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ვგულისხმობთ ყურადღების გამოჩენას, პასუხისმგებლიანობას, საქმისადმი მიძღვნას, პროფესიონალიზმს, მაგრამ ამასთანავე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ქვეშ ოპერირებას.
ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ უსაფრთხოების ხარისხი დამოკიდებულია ორ ძირითად კომპონენტზე: სპეციალურად დატრეინინგებულ მძღოლებსა და უსაფრთხოების ყოველდღიურ კონტროლზე, რომელიც მოიცავს გასვლის წინა და მგზავრობის შემდგომ შემოწმებას.
ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ შიდა პოლიტიკა დაფუძნებულია სმიტ სისტემის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების მიხედვით (Smith System Driver Improvement Institute Program), რომელიც აღიარებულია უსაფრთხო მგზავრობის უნარ-ჩვევების დანერგვასა და განვითარებაში სისტემის ეტალონად.
ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ უსაფრთხო მართვის სისტემის სერტიფიცირებული ინსტრუქტორისა და ავტოპარკის ხელმძღვანელის ჩართულობით, გუნდის წევრებისთვის მუდმივად ტარდება ტრენინგები, გადამზადების შემდეგ კი, თანამშრომლები გადიან პერიოდულ შემოწმებებს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, თითოეულ ავტომობილში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეო მონიტორინგი.
ლიმო სერვისის პირველი ხაზი — მძღოლები
ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა — ადამიანებზე ზრუნვაა, ამისთვის კი, პირველ რიგში ვქმნით გუნდს, რომელიც ზრუნავს თქვენთვის მაღალი კლასის სერვისის უშუალო მიწოდებაზე.
ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ თითოეული მძღოლი გადის პროფესიულ გადამზადებას, ეუფლება ტრანსპორტირების სფეროში დაწესებულ მოთხოვნებს და გარდა ამისა, გადის სხვადასხვა შემოწმებას, კერძოდ, მოწმდება მისი კრიმინალური ისტორია, მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტარდება ნარკო და ალკო ტესტები, ბარდება ავტომობილის მართვის ტესტი და მიმდინარეობს ვრცელი საცნობარო შემოწმება.
ორიენტირებულობა უმცირეს დეტალებზე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ამ სფეროში გადამწყვეტ როლს ასრულებს, შესაბამისად, ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ აერთიანებს მძღოლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას და ღირსეულად უზრუნველყოფენ მომხმარებლების მშვიდი გადაადგილებას.