Loading...
უსაფრთხო გადაადგილების პოლიტიკა


როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ვგულისხმობთ ყურადღების გამოჩენას, პასუხისმგებლიანობას, საქმისადმი მიძღვნას, პროფესიონალიზმს, მაგრამ ამასთანავე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ქვეშ ოპერირებას.

ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ უსაფრთხოების ხარისხი დამოკიდებულია ორ ძირითად კომპონენტზე: სპეციალურად დატრეინინგებულ მძღოლებსა და უსაფრთხოების ყოველდღიურ კონტროლზე, რომელიც მოიცავს გასვლის წინა და მგზავრობის შემდგომ შემოწმებას.

ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ შიდა პოლიტიკა დაფუძნებულია სმიტ სისტემის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების მიხედვით (Smith System Driver Improvement Institute Program), რომელიც აღიარებულია უსაფრთხო მგზავრობის უნარ-ჩვევების დანერგვასა და განვითარებაში სისტემის ეტალონად.

ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ უსაფრთხო მართვის სისტემის სერტიფიცირებული ინსტრუქტორისა და ავტოპარკის ხელმძღვანელის ჩართულობით, გუნდის წევრებისთვის მუდმივად ტარდება ტრენინგები, გადამზადების შემდეგ კი, თანამშრომლები გადიან პერიოდულ შემოწმებებს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, თითოეულ ავტომობილში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეო მონიტორინგი.

ლიმო სერვისის ყველა მძღოლი გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმჩენაში და ფლობენ შესაბამისს სერთიფიკატს.

🎁