Loading...
მძღოლებისთვის
ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ იწყება თქვენით!

ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ მუდმივად ეძებს ადამიანებს, რომლებიც შეასრულებენ მთავარ როლს მაღალი კლასის სერვისის მიწოდებაში. 
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა — ის თვისებებია, რომლითაც დაჯილდოებული პიროვნება ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ გუნდის ღირსეული წევრი ხდება.

მოთხოვნები

ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ დასაქმების მხრივ, უსაფრთხოებისა და სანდოობის ფაქტორს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, სწორედ ამიტომ, გასაუბრების მეორე ეტაპზე, სავალდებულოა კრიმინალური ისტორიისა და მენტალური ჯანმრთელობის გადამოწმება, მართვის ტესტის ჩაბარება, ნარკო, ალკო ტესტებისა და ვრცელი საცნობარო შემოწმების გავლა.ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘს მძღოლები პოზიციაზე აყვანის შემდეგაც, პერიოდულად გადიან სხვადასხვა შემოწმებას.

განვითარება

ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘს თითოეული მძღოლი გადის პროფესიულ გადამზადებას სმიტ სისტემის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების მიხედვით (Smith System Driver Improvement Institute Program), რომელიც დღემდე უპირობო ლიდერია უსაფრთხო მგზავრობის უნარ-ჩვევების დანერგვისა და განვითარების სფეროში. 

ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ უსაფრთხო მართვის სისტემის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, ავტოპარკის ხელმძღვანელთან ერთად, უზრუნველყოფს მძღოლების პროფესიულ ზრდას სხვადასხვა განახლებადი ტრენინგებით და გუნდში ტრანსპორტირების სფეროში საერთაშორისოდ დაწესებულ სტანდარტებს ნერგავს.  

ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ აერთიანებს მძღოლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, ორიენტირებული არიან თანამედროვეობასა და განვითარებაზე და ზრუნავენ მომხმარებლების პრემიუმ კლასით გადაადგილებაზე.  

🎁