Loading...

როგორ უზრუნველყოფს Limo Service აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე თქვენს კომფორტულ მგზავრობას

დაჯავშნე პრემიუმ ტრანსფერი აეროპორტიდან Limo Service-ით – უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობა პროფესიონალ მძღოლთან ერთად, დამატებითი სერვისებით.

უკან დაბრუნება

თუ უცხოეთიდან ოფიციალური ვიზიტით სტუმრებს ელოდებით; ვერ ახერხებთ, მეგობარს ან ოჯახის წევრს აეროპორტში დახვდეთ; თავად გაქვთ ფრენა საღამოს საათებში და აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ტრანსპორტი გჭირდებათ - ლიმო სერვისის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ჩვენი პრემიუმ კლასის ავტომობილები უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ასე რომ, ხანგრძლივი, დამღლელი მოგზაურფობის შემდეგ მგზავრი მშვიდ და დაცულ გარემოში გაივლის გზის დარჩენილ ნაწილს. 


ჩვენი მიზანია არა მხოლოდ უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის უზრუნველყოფა, არამედ მგზავრებზე შთამბეჭდავი ბიზნეს კლასის გამოცდილების დატოვება. ლიმო სერვისი იდეალურია სასტუმროების, ბანკების, ივენთების კომპანიების, მსხვილი ორგანიზაციების, სხვა ბიზნეს სექტორების ან სახელმწიფო წევრების, პარტნიორებისა და VIP სტუმრების ტრანსპორტირებისთვის.

აეროპორტის ტრანსფერი

ლიმო სერვისის მომსახურება თავიდან აგარიდებთ დახვედრა-გამგზავრებასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ საკითხებს. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად კომფორტულ და დაცულ პირობებში უზრუნველვყოთ მგზავრების გადაადგილება. ამისთვის სხვადასხვა ტიპის სერვისებს გთავაზობთ.


აეროპორტის ტრანსფერი გულისხმობს:


  • ბარგის დამატების ფუნქციას;
  • ჩვენი მხრიდან ფრენის მონიტორინგს;
  • დახვედრის მენეჯმენტს ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე;
  • პირველადი საჭიროების ნივთებით აღჭურვილ ავტომობილს (WI-FI, გამაგრილებელი სასმელები, მშრალი და სველი ხელსახოცები).

თუ თბილისში მანქანის ქირაობა გსურთ, ლიმო სერვისის საიტზე მიუთითებთ მგზავრების რაოდენობას, თარიღს, კონკრეტულ საათს, რომელზეც ჩამოფრინდება თქვენი რეისი და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პრემიუმ კლასის ავტომობილს გამოგიგზავნით მძღოლით. მომსახურებაში შედის უფასო 30-წუთიანი ლოდინის დრო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა რეისმა დააგვიანა, მძღოლი აეროპორტში დაგელოდებათ და სტრესული ფრენის მერე თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ეცდება. 


ლიმო სერვისის მომსახურება

ლიმო სერვისის ავტოპარკი მოიცავს ჰიუნდაის უმაღლესი კლასის, უახლეს ავტომობილებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივი რეგულაციებით მოთხოვნილ სტანდარტებს. ავტოპარკი შედგება ეკო საწვავზე მომუშავე შიდაწვისძრავიანი და ელექტროენერგიაზე მომუშავე ეკო-მეგობრული მოდელებისგან. თითოეული მოდელი აღჭურვილია სწრაფი ინტერნეტით, USB & WIRELESS დამტენებით, პირველადი საჭიროების ნივთებითა და ვიდეო მონიტორინგის კამერებით.  სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ - საბავშვო სავარძელი, დამატებით საბარგული ან პირადი მცველიც. 

პროფესიონალი მძღოლები

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მგზავრებზე ზრუნვაა. ამისთვის შევქმენით გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი კლასის სერვისის მიწოდებას. ლიმო სერვისის თითოეული მძღოლი პროფესიულ გადამზადებას გადის. ამასთან, მოწმდება მათი კრიმინალური ისტორია, მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტარდება ნარკო ტესტები. მძღოლი ვალდებულია ჩააბაროს ავტომობილის მართვის ტესტი. შესაბამისად, ლიმო სერვისი აერთიანებს მძღოლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას და ღირსეულად უზრუნველყოფენ მომხმარებლების მშვიდ, უსაფრთხო გადაადგილებას.  


ლიმო სერვისის მძღოლები სპეციალურად დატრენინგებული გამოცდილი პროფესიონალები არიან. უსაფრთხო მართვის სისტემის სერტიფიცირებული ინსტრუქტორისა და ავტოპარკის ხელმძღვანელის ჩართულობით, გუნდის წევრებისთვის მუდმივად ტარდება ტრენინგები, გადამზადების შემდეგ კი, თანამშრომლები გადიან პერიოდულ შემოწმებებს. ამასთან, ჩვენ ვაწარმოებთ უსაფრთხოების ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც გულისხმობს ავტომანქანის გასვლის წინ და მგზავრობის შემდგომ შემოწმებას. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, თითოეულ ავტომობილში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეო კონტროლი.

სერვისები

აეროპორტის ტრანსფერის გარდა, ლიმო სერვისის მომსახურება გულისხმობს:


  • კორპორატიულ ღონისძიებაზე ტრანსპორტირებას: VIP სტუმრის დახვედრას მოდის კვირეულებზე, კორპორატიულ წვეულებებზე, ფესტივალებზე, კონფერენციებზე, თათბირებზე
  • ქალაქებს შორის გადაადგილებას: მგზავრების გადაადგილებას საქართველოს ნებისმიერი რეგიონის მიმართულებით
  • საათობრივ მომსახურებას: დროის კონკრეტულ მონაკვეთში ქალაქის მასტაბით თქვენ მიერ შედგენილი განრიგით მძღოლის მომსახურებას

შეჯამება

ლიმო სერვისი მგზავრებს პრემიუმ კლასის მომსახურებას სთავაზობს. აეროპორტის ტრანსფერი ჩვენი ერთ-ერთი სერვისია. მომსახურება მგზავრის მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სასურველი ავტომობილი მძღოლით. ამგვარად დაზოგავთ დროს და არ მოგიწევთ ლოჯისტიკურ დეტალებზე ნერვიულობა.